ესპანელი ნახევარმცველი როდრი პრემიერ ლიგის პირველი ტურის შეხვედრას ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამოტოვებს.
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას თქმით, ესპანელი მზად არაა თამაშისთვის.
“როდრი მზად არ არის სათამაშოდ, მას ჩვენთან ფაქტობრივად არ უვარჯიშია”, – განაცხადა გვარდიოლამ.
როდრიმ ტრავმა ევრო 2024-ის ფინალურ შეხვედრაში მიიღო და წინასასეზონო მზადება ვერ გაიარა.
“ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” დღეს, 18 აგვისტოს, 19:30 საათზე დაიწყება.