ლონდონის ჩელსისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი რის ჯეიმსი, დიდხნიანი ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება.
როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამბობს, ინგლისელი გუნდს ამ კვირაში დაუბრუნდება და ვარჯიშს განაახლებს.
24 წლის ჯეიმსმა უკვე შეძლო ჩელსის რიგებში 158 შეხვედრის ჩატარება. ამ დროში მან 11 გოლი და 22 საგოლე გადაცემა მოაგროვა.