ლონდონის “არსენალის” ახალწვეულმა რიკარდო კალაფიორიმ იტალიის ეროვნული ნაკრების შეკრება, ტრავმების რისკის გამო დატოვა.
კალაფიორი ლონდონურ გუნდს ბოლონიიდან შეუერთდა და მეთოფეების გულშემატკივრების გული მოგება მცირე დროში შეძლო. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება დაცვის ხაზში.
უეფას ერთა ლიგის ეგიდით იტალიის ეროვნული ნაკრები, ისრაელის ეროვნულ ნაკრებს ესტუმრება. შეხვედრა ხვალ, 9 სექტემბერს, 22:45 საათზე გაიმართება.