ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი მადრიდის “რეალი” “მალიორკას” სტუმრობდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
შეხვედრის 13-ე წუთზე როდრიგომ სამეფო კლუბი დააწინაურა, რასაც 53-ე წუთზე კოსოვოელმა ფორვარდმა ვედათ მურიქიმ უპასუხა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მადრიდის “რეალის” გულშემატკივრები განსაკუთრებით ელოდნენ კილიან მბაპეს წარმატებულ ლა ლიგურ დებიუტს. საბოლოო ჯამში ფრანგმა ცუდი შეხვედრა არ ჩაატარა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა.