ესპანეთის ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის “რეალი”, ლა ლიგის სეზონს არადამაჯერებლად იწყებს.
29 აგვისტოს მადრიდული გუნდი გრან-კანარიაზე, ლას-პალმასს სტუმრობდა. მატჩის მეხუთე წუთზე ალბერტო მოლეირომ ანგარიში გახსნა, რასაც 69-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით უპასუხა.
სამი ტურის შემდეგ, სამეფო კლუბს 5 ქულა აქვს და ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.