ესპანელი ჟურნალისტი რობერტ მოლინა წერს, რომ მადრიდის “რეალი” კილიან მბაპეს ტრანსფერით უკმაყოფილოა.
“ისინი ნანობენ, რომ მიიწვიეს ის. მე ამის გარანტიას გაძლევთ. ამის შესახებ არაოფიციალურად ვილაპარაკე. ეს ის არ არის, რასაც კლუბში ელოდნენ. ეს იყო ფლორენტინო პერესის ახირება. ის მხოლოდ პერესს სჭირდებოდა, მას ყოველთვის მოსწონდა ფეხბურთელები დიდი სახელებით. გარდა ამისა, მბაპესთან მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა.
კლუბი იმედგაცრუებულია, პირველ რიგში, კილიანის გამოსვლის დონით, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება მოლოდინს. გასახდელშიც ყველაფერი წესრიგში არ არის, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს მბაპეს ბრალი.
ჩემი აზრით, “რეალმა“ დიდი შეცდომა დაუშვა. მას არ ჰქონია წინასასეზონო მომზადება, ბელინგემისგან განსხვავებით, მაშინვე დაიწყო თამაში. ხომ ხედავთ, როგორ გამოიყურება 25 წლის მბაპე ფიზიკურად. ამის ახსნა შეუძლებელია. ასეთი ფიზიკური დაცემა 25 წლის ასაკში არასოდეს მინახავს“, – განაცხადა მოლინამ.
მბაპემ სამეფო კლუბის მაისურით 11 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.