Football Espana-ს ინფორმაციით, კილიან მბაპეს მერე “რეალი” ხელში კიდევ ერთი სუპერვარსკვლავის ჩაგდებას გეგმავს, თუმცა ეს 2025 წლის ზაფხულში მოხდება.
წყაროს ინფორმაციით, “ბაიერნის” 23 წლის განაპირა მცველ ალფონსო დევისს მიუნხენელებთან კონტრაქტი სწორედ ამ დროს ამოეწურება და მადრიდელებიც მის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეეცდებიან.
კანადელი ფეხბურთელის დამატება “სამეფო გუნდის” დიდი ხნის მიზანია.
გასულ სეზონში დევისმა ჯამში 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.