ჯანმარკო ტამბერი, რომელიც წინა ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდა სიმაღლეზე ხტომაში და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, ისევ საავადმყოფოშია.
ამასთან დაკავშირებით თავად სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“სისხლის ანალიზები, სხვადასხვა გამოკვლევები… მგონი თირკმელში კენჭები მაქვს. იმედია, ეს კოშმარი მორჩება და გრანდიოზულ ოცნებას კიდევ ერთხელ ავიხდენ, მაგრამ ექიმებმა მირჩიეს, ჯერ გამგზავრებისგან თავი შემეკავებინა. რაც მრჩება, ლოდინი და ლოცვაა”, – განაცხადა სოციალურ ქსელში ჯანმარკო ტამბერიმ.