ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
22-გზის დიდი სლემის გამარჯვებულმა ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ პარიზის ოლიმპიადის შემდეგ მიიღო, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ დღეს დაწერა.
ნადალის ბოლო ტურნირი დევისის თასი იქნება, რომელიც მალაგაში ჩატარდება, ის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებს.