spot_imgspot_imgspot_imgspot_img

რამოსმა ბათუმის “დინამო” დატოვა

ბათუმის “დინამო“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა – მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიელ შემტევს გაბრიელ რამოსს დაემშვიდობა.

რამოსი კარიერას კვიპროსში გიორგი ლორიას კლუბში, არადიპუს „ომონიაში“ გააგრძელებს.

28 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საჭირო სამედიცინო და ერგომეტრიული გამოკვლევა უკვე გაიარა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

რამოსი ბათუმის “დინამოში“ პირველად 2018 წლის ივნისში გადავიდა, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დატოვა, 2024 წლის თებერვალში კი კვლავ ბათუმის “დინამოში” დაბრუნდა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები