კონფერენსლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ქუთაისის “ტორპედომ” სახლში, ნიქოზიის “ომონიასთან” 1:2 წააგო და ევროტურნირებს დაემშვიდობა.
ორი მატჩის ჯამში, კვიპროსელებმა 5:2 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
ქუთაისელთათვის ევროტურნირები დასრულებულია.
ქართული კლუბებიდან მხოლოდ “იბერია 1999” შემორჩა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ორი მატჩის ჯამში, 2:0 უგებს, ალბანურ პარტიზანს