ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დაძაბულ ქართულ „კლასიკოში“ სასურველ შედეგს მხოლოდ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მიაღწია – 2:0.
მატჩი „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართა. ყველაზე პრინციპული ქართული მეტოქეების შეხვედრა თავიდანვე დაძაბულად დაიწყო, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნას გუნდები ვერ ახერხებდნენ. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
81-ე წუთზე ანგარიში „ტორპედოს“ მცველმა ნიკა სანდოხაძემ გახსნა, ხოლო 90+2-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ბიორნ იონსენმა დააფიქსირა და მიმდინარე სეზონში მეოცე გოლი გაიტანა.
30 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 60 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა („იბერიას“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება), ხოლო „დინამო თბილისი“ (38) მე-5 პოზიციაზე დარჩა.