საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, მოედნის შუა ხაზში შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა.
ფეხბურთელი გამორჩეულია თავისი ტექნიკით, შემართებით, ფიზიკური მონაცემებით, მოედნის ხედვით და სხვა. გიორგი ქოჩორაშვილი ეხმარება დაცვას, შეტევას.
როგორც მოგეხსენებათ, ქოჩორას ამჟამინდელი გუნდი “ლევანტეა”, რომელიც ესპანეთის მეორე ლიგაში ასპარეზობს. ფაქტია, გიორგი გუნდის ლიდერია და ამას თვითონ ესპანეთშიც არ მალავენ, თუმცა ქოჩორაშვილს გაცილებით მაღალი დონის გუნდი შეეფერება.