goal.philenews-ის ინფორმაციით, კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგიოს კუმასთან შეხვედრა მოითხოვა და არაა გამორიცხული, პოსტი დატოვოს.
კვიპროსმა ერთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად ლიეტუვა 1:0 დაამარცხა და ქეცბაიამ კოსოვოსთან საშინაო მატჩში სტადიონზე თუნდაც 5 ათასი გულშემატკივრის მისვლა მოითხოვა, თუმცა 8-ათასიანი არენა თითქმის ცარიელი იყო.
ქეცბაიას გუნდი 0:4 დამარცხდა, ქართველმა განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ და სამ დღეში ორი მატჩის თამაში უჭირთ, ასევე ეროვნული გუნდისადმი ინტერესი დაბალია და მხარდაჭერით არ სარგებლობს.
ადგილობრივი მედია უკვე ქეცბაიას შესაძლო მემკვიდრეზე სოფრონის აგვუსტისზე ლაპარაკობს, რომელიც ამჟამად “კარმიოტისას” უდგას სათავეში და არავინ იცის, მოისურვებს თუ არა ეროვნული გუნდის თავკაცობას, ან გაუშვებს კი კლუბი?