spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ქართველმა პარალიმპიელებმა ასპარეზობა 9 მედლით დაასრულეს

დღეს, 8 სექტემბერს დასრულდება პარიზის პარალიმპიური თამაშები, სადაც საქართველო 14 სპორტსმენით იყო წარდგენილი.

ქართველების მონაწილეობა წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. შესაძლო 14 ვარიანტიდან, ჩვენმა პარასპორტსმენებმა 9 მედლის მოპოვება შეძლეს.

ერთადერთი ოქროს მედალი გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა.

ვერცხლის მფლობელები გახდნენ: რევაზ ჭყოიძე, გიორგი ქალდანი, ვლადიმერ ჭინჭარაული და ზურაბ ზურაბიანი.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, მესამე ადგილი ოთხმა პარასპორტსმენმა დაიკავა: ნინო თიბილაშვილი, ინა ქალდანი, აკაკი ჯინჭარაძე და ანა ჯაფარიძე.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები