იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე 17 წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ჯავადოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ასევე კარგი გამოსვლა ჰქონდა გიორგი ალადაშვილსაც. ქართველი ფალავანი 71 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე მედალი საქართველოს ვლადიმერ მინაძემ მოუპოვა, რომელიც 92 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ბრინჯაოსთვის თურქი სერქან ბაქირი დაამარცხა.
დღევანდელი დღით დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით ასპარეზობა. ქართველმა მოჭიდავეებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულეს.
ხვალიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავე მამაკაცები ჩაერთვებიან შეჯიბრებაში.