დღეს, 11 აგვისტოს პარიზის ოლიმპიური თამაშები სრულდება. დღეს საქართველოს ერთი მონაწილე ეყოლება.
97კგ წონით კატეგორიაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს.
ქართველის მეტოქე ბაჰრეინელი ახმედ ტაჟუდინოვი იქნება.
ფინალური ბლოკი 13:00 საათიდან დაიწყება.