გრძელდება პარიზის ოლიმპიური თამაშები, სადაც საქართველოს ოლიმპიურ გუნდს, დღეს კიდევ ერთი წარმომადგენელი ეყოლება.
125 კგ წონით კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, პირველ შეხვედრას უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკისთან გამართავს.
გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. ფინალში მან ამერიკელ ფალავათან დასანანი მარცხი განიცადა.