გრძელდება ევროტურნირების საკვალიფაციო თამაშები ფეხბურთში, სადაც ქართული კლუბები მონაწილეობენ.
“დინამო ბათუმი”, კონფერენსლიგის მეორე რაუნდში მონტენეგროულ “დეჩიჩს” უმასპინძლებს. მატჩი 24 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
25 ივლისს, 20:30 საათზე ქუთაისის “ტორპედოს” გასვლითი შეხვედრა ელის ნიქოზიის “ომონიასთან”.
მესამე ქართული კლუბი კონფერენსლიგაზე თბილისის “იბერიაა”, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე, ალბანურ “პარტიზანს” 25 ივლისს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება.