spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ქალთა ფრენბურთის ფინალი

დღეს, 11 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალი ქალთა ფრენბურთში. ერთმანეთს ამერიკისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალურ ეტაპზე, იტალიელებმა თურქეთის ნაკრებს მარტივად 3:0 სძლიეს, ხოლო ამერიკელებს ბრაზილიელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს. საბოლოოდ ყველაფერი  მეხუთე სეტმა გადაწყვიტა, სადაც უკეთესი ამერიკელები აღმოჩნდნენ.

ბრინჯაოს მედლები ბრაზილიელებს დარჩათ. მათ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, თურქეთის ნაკრებს 3:1 მოუგეს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები