ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები დუბლინში ირლანდიის ნაკრებს ეწვია და 0:3 დამარცხდა.
ირის ანტმანის გუნდმა უძლიერეს მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გმირულად დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, ირლანდიელებმა მესხის სათადარიგო მოედანზე 6:0 გაიმარჯვეს.
საბოლოო ჯამში, აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპი დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან პლეი-ოფში საქართველოს ქალთა ნაკრები არასდროს ყოფილა.