გრძელდება ამერიკის ღია პირველობა, სადაც ქალთა მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა.
მეოთხედფინალური შეხვედრები დღეს, 20:00 საათზე აიღებს სტარტს, სადაც ესპანელი პაულა ბადოსა, ამერიკელ ემა ნავაროს დაუპირისპირდება.
გამთენიის 03:00 საათზე ჩინეთის წარმომადგენელი ქინ ვენ ჟენგი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ არინა საბალენკას შეხვდება.
ხვალ კი, 20:00 საათზე, დარჩენილი ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება.
რეიტინგის ლიდერი ივა შვიატეკი ამერიკელ ჯესიკა პეგულას შეხვდება, ხოლო მეორე შეხვედრაში ბრაზილიელი ბეატრის ბაია ჩეხ კაროლინა მუკოვას დაუპირისპირდება.