პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ქალთა კალათბურთში ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები, ავსტრალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით, 19:30 საათზე დაიწყება
მასპინძელი საფრანგეთის ქალთა ნაკრები ბელგიას შეხვდება. მასპინძლები ფავორიტის რანგში გამოდიან, თუმცა ბელგიის საკმაოდ სიმპათიური გუნდიც ანგარიშგასაწევი ძალაა. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.