ფრანგული კლუბი “პარის სენ-ჟერმენი” კილიან მბაპესთვის ბოლო სამი თვის ხელფასის გადახდაზე უარს ამბობს, რაც ჯამში 55 მილიონი ევროა.
მბაპემ დედაქალაქური კლუბი სეზონის დასაწყისში დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით, მადრიდის “რეალს” შეუერთდა.
პარიზულ გუნდში ამბობენ,რომ მათ სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა კილიან მბაპესთან, რასაც თავად ფეხბურთელი უარყოფს. სავარაუდოდ, “პარის სენ-ჟერმენს” და კილიან მბაპეს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდება.