დღეს, 16 აგვისტოს ინგლისის პრემიერ ლიგა იწყება. გახსნით შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ფულემს” უმასპინძლებს. შეხვედრა, 23:00 საათზე დაიწყება.
წითელი ეშმაკების ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეშის განცხადებით, მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ტიტულისკენ სწრაფვა იქნება.
“მანჩესტერმა” რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც შემოგვთავაზა, მათ “ბაიერნიდან” მატიას დე ლიხტი და ნუსარ მაზრაუი დაიმატეს, ასევე აღსანიშნავია ჯოშუა ზირკზეც ტრანსფერიც.
თავის მხრივ გაძლიერდა “ფულემიც”. მათ ლონდონის “არსენალიდან” ემილ სმიტ როუ დაიმატეს.
ტურის ცენტრალური შეხვედრა ზეგ, 18 აგვისტოს ჩატარდება. ლონდონის “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” “მანჩესტერ სიტის” მიიღებს.