16 აგვისტოს ინგლისის პრემიერ ლიგის პირველი ტურის გახსნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც “მანჩესტერმა” “ფულემი” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი მატჩის 87-ე წუთზე ჯოშუა ზირკზე გახლდათ.
დღეს პრემიერ ლიგის 6 შეხვედრა გაიმართება. სათამაშო დღეს წელს კვალიფიცირებული “იფსვიჩი” და “ლივერპული” გახსნიან. შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.
18:00 საათზე 4 მატჩი აიღებს სტარტს.
“არსენალი” – “ვულვზი”
“ევერტონი” – “ბრაიტონი”
“ნიუკასლი” – “საუთჰემპტონი”
“ნოტინგემ ფორესტი – “ბორმუთი”
სათამაშო დღე კი “ვესტ ჰემისა” და “ასტონ ვილას” შეხვედრით დასრულდება. ეს უკანასკნელი შეხვედრა 20:30 საათზე აიღებს სტარტს.
ვედრით დასრულდება. ეს უკანასკნელი შეხვედრა 20:30 საათზე აიღებს სტარტს.