კანადის 1000-ქულიანი მასტერსის ფინალში ავსტრალიელმა ალექსეი პოპირინმა რუს ანდრეი რუბლიოვს ორ სეტში 6:2, 6:4 სძლია.
ავსტრალიელმა ATP რანგში 39 ადგილით წინ წაიწია და 62-ე პოზიციიდან, 28 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ორივე ჩოგბურთელი ცინცინატის მასტერსზე ჩაერთვება. დღეს, პოპირინი გაელ მონფილს შეხვდება, ხოლო 14 აგვისტოს ტურნირში რუბლიოვიც ჩაერთვება.