ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად სკაი სპორტის სპორტული ჟურნალისტი პოლ მერსონი ხალხის მიერ ერლინგ ჰალანდის კრიტიკაზე ალაპარაკდა.
ბრიტანელი მიიჩნევს, რომ აუცილებელი არაა ფეხბურთელი ბევრჯერ შეეხოს ბურთს, მთავარია შედეგი და გოლი.
“მეცინება, როდესაც ხალხი ამბობს, რომ ბურთს მხოლოდ 3-ჯერ შეეხო. მირჩევნია გოლი გაიტანოს, ვიდრე ბურთს 1600-ჯერ შეეხოს” – აცხადებს პოლ მერსონი.
პრემიერ ლიგის პირველ ტურში, ერლინგ ჰალანდმა მხოლოდ სამი გადაცემის გაკეთება მოახერხა და ხალხის კრიტიკის ქვეშ მოექცა, თუმცა ფეხბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო.