იტალია მორბენალი ქალი, ვალენტინა პეტრილო იქნება პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას.
50 წლის სპორტსმენი, 200 და 400 მეტრზე სირბილში მიიღებს მონაწილეობას.
პეტრილომ სქესი 2019 წელს შეიცვალა. მას მხედველობის პრობლემები აქვს. გასულ წელს მან სირბილში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. პეტრილოს სქესის შეცვლამდე მამაკაცთა თანრიგში 11 ეროვნული ჯილდო აქვს მოპოვებული.
როგორც საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ენდრიუ პარსონსმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პეტრილოს მიმართ პრობლემა არ გააჩნიათ პარიზში, მას სურს, სპორტულმა სამყარომ ტრანსგენდერებთან მიმართებაში ერთიანი პოზიცია შეიმუშაოს.
პარიზის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოდან – 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.