spot_imgspot_imgspot_imgspot_img

პირველი ქართველი, ვინც ძიუდოში ზედიზედ ორი ოლიმპიური ოქრო მოიგო

ლაშა ბექაურმა 31 ივლისს, პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში იაპონელი მურაო  სანშირო დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ შეძლო.

ბექაური პირველი ქართველია, ვინც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი გააჟღერა.

საინტერესო ფაქტია, რომ ქართველი ძიუდოისტები, -90 კგ წონით კატეგორიაში, ყოველთვის მაღალ საფეხურზე დგანან.

2004 წელს ზურაბ ზვიადაურმა შეძლო ოქროს მედლის მოპოვება.

2008 წელს – ირაკლი ცირეკიძემ.

2016 წელს – ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2020-2024 წლებში კი ორი ოქროს მოპოვება ლაშა ბექაურმა შეძლო.

ტრადიცია გრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები