პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, ზურაბ ზვიადაური იყო.
2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მან ძიუდოში, 90 კგ წონით კატეგორიაში იაპონელი ჰიროში იზუმი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე, მისმა ნათლულმა ლაშა ბექაურმაც შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. -90კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ქართველმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.