ამერიკის გრანდ სლემის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ამერიკელმა ჩოგბურთელმა ჯესიკა პეგულამ, რეიტინგის პირველი ნომერი ივა სვიატეკი დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.
ამერიკელმა ბევრისთვის მოულოდნელად მარტივი გამარჯვება შეძლო. პირველ სეტში 6:2 მოიგო, ხოლო მეორე სეტში ერთი ბრეიკი განახორციელა და მეორე სეტი 6:4 იმარჯვა.
ნახევარფინალში ჯესიკა პეგულა კაროლინა მუკოვას შეხვდება.
რაც შეეხება მეორე წყვილს, ამერიკელი ემა ნავარო არინა საბალენკას დაუპირისპირდება.