spot_imgspot_imgspot_imgspot_img

პირველი გოლი მიმდინარე სეზონში – ოთარ კაკაბაძემ “კრაკოვიას” სტუმრად გაამარჯვებინა

პოლონეთის “ექსტრა კლასში“ ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „პუშჩას“ ესტუმრა და ქართველი მცველის გოლით 2:1 გაიმარჯვა.
ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრა „პუშჩამ“ კარგად დაიწყო და მეექვსე წუთზე მიხალის კოსიდისის გოლით დაწინაურდა. მაგრამ საკმაოდ სწრაფად (მე-15 წუთი) ვირჯილ გიტამ წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
თამაშის ბედი შესვენების შემდეგ გადაწყდა. კაკაბაძემ ბურთი საჯარიმოში მიიღო და მახვილი კუთხიდან ძალიან ეფექტური დარტყმით „კრაკოვიას“ გამარჯვება მოუტანა.
ცხრა ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 19 ქულა დააგროვა და პოზნანის „ლეხთან“ ერთად გათამაშების ლიდერია. ოთარ კაკაბაძემ კი მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა.
spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები