1960 წლის 10 სექტემბერს, რომის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ეთიოპიელი აბებე ბიკილა გახდა პირველი აფრიკელი სპორტსმენი, რომელმაც მოიგო ოქროს მედალი.
ბიკილას გამოსვლა გამორჩეული იყო არა მხოლოდ იმით, რომ აფრიკელი სპორტსმენი, სპორტული ფეხსაცმლის გარეშე, ფეხშიშველა ასპარეზობდა, არამედ იმითაც, რომ მან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – 2:15:16.
ოთხი წლის შემდეგ, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე, მან მოიპოვა კიდევ ერთი ოქროს მედალი, ამჯერად ფეხსაცმლით და მოხსნა საკუთარი მსოფლიო რეკორდი დროით 2:12:11.