დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ლიეტუვასთან მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
17 სექტემბერს ნაკრებებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს, სადაც ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა მარტივად, 5:0 გაანადგურეს მასპინძლები.
ნაკრებს ტრავმის გამო შოთა თოფურია და ირაკლი თოდუა ვერ ეხმარებიან.