ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტეილო ფრიცმა მასპინძლის რანგში ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა.
პირველი სეტი ამერიკელმა 7:6 მოიგო, რასაც ალექსანდრე ზვერევმა 6:3 მოგებით უპასუხა. სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა, თუმცა ამერიკელმა ზედიზედ ორი სეტი მოუგო და გრანდ სლემის ნახევარფინალში გავიდა.
ტეილო ფრიცის მეტოქე მისივე ეროვნების ფრენცის ტიაფო იქნება. ტიაფომ ბულგარელი დიმიტროვი დაამარცხა. მეოთხე სეტში, როდესაც ანგარიში 1:4 იყო, დიმიტროვი თამაშს ჩაეხსნა და ტიაფო ნახევარფინალში გავიდა.