მსოფლიო ფეხბურთისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი, დღეს 79 წლის გახდებოდა.
ბეკენბაუერის წარმატებულ კარიერაზე საუბარს დღეს ვერ მოვრჩებით და მოდით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები გავიხსენოთ.
ბეკენბაუერმა 1972 და 1976 წლებში ოქროს ბურთის მოგება შეძლო. ის ასევე არის 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ფეხბურთელის რანგში, 1990 წელს კი მწვრთნელის რანგშიც გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ბეკენბაუერი ლეგენდაა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეხვდებით ადამიანს, რომლისთვისაც ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაც ითვლება.
ფრანც ბეკენბაუერი 2024 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა.