ფრანგული სპორტული მედია, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ცენტრალურ ფორვარდზე გიორგი მიქაუტაძეზე წერს, რომ მან შეცდომა დაუშვა, როდესაც “ლიონს” შეუერთდა.
“მიქაუტაძემ შეცდომა დაუშვა, მისი “ლიონში” გადასვლა შეცდომა იყო”, – წერს ფრანგული მედია.
გიორგი მიქაუტაძე გუნდს გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. ფეხბურთელისგან მეტს ელიან, თუმცა ჯერჯერობით მის ანგარიშზე არცერთი შედეგიანი მოქმედება არაა.
დღეს, 26 სექტემბერს, “ლიონი” ევროპა ლიგის ეგიდით “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.