ცნობილი ფრანგული გამოცემა “ეკიპი“ ერთა ლიგაზე ტირანაში ალბანეთთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა.
“ჩეხეთთან დიდი ანგარიშით მოგების (4:1) შემდეგ საქართველოს ნაკრები ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ტირანაში ალბანეთს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველები ერთა ლიგაში თავიანთი ჯგუფის ლიდერები არიან.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ევროპას ისევ აოცებს და ხიბლავს. გერმანიაში გამართული ევრო 2024-ის შემდეგ (სადაც საქართველო მერვედფინალში დამარცხდა ესპანეთთან 1:4) “ჯვაროსნები“ ერთა ლიგაზე ადასტურებენ, რომ გერმანიაში წარმატებისთვის შემთხვევით არ მიუღწევიათ“, – წერს ფრანგული გამოცემა.