22 აგვისტოს კოპა ლიბერტადორესის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს “ნასიონალი” და “სან პაულო” უპირისპირდებოდნენ, ურუგვაელმა ფეხბურთელმა ხუან მანუელ ისკიერდომ გონება დაკარგა.
ფეხბურთელი სასწრაფო დახმარების მანქანამ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ ფეხბურთელი გარდაიცვალა.
სპეციალისტების დასკვნით გარდაცვალების მიზეზად გულის არითმია დასახელდა.