spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ფედერიკო კიეზამ “ბარსელონასთან“ კონტრაქტი შეათანხმა

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსის” შემტევმა, ფედერიკო კიეზამ კატალონიის “ბარსელონასთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

როგორც ცნობილია, იტალიელი შემტევი არ ჯდება ტურინელთა მთავარი მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში. ის ჩამოაშორეს გუნდს და კიეზას ახალი გუნდის მოძებნა მოუწია. მისი მთავარი მოთხოვნა ისეთი გუნდის პოვნა იყო, რომელიც ლიგაზე ითამაშებდა, ასეთი სწორედ “ბარსელონაა”.

კიეზა ხელფასს დაიკლებს, რადგან არ აქვს მაინც და მაინც ბევრი ვარიანტი და 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

დარჩენილია კლუბების შეთანხმება. “იუვენტუსი” 15 მილიონ ევროს ითხოვს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები