გამორჩეულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პეპემ 41 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
ფეხბურთელმა თავი მადრიდის “რეალში” ყოფნით დაგვამახსოვრა, სადაც 4 ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.
პეპე გასულ ევროპის ჩემპიონატზეც იმყოფებოდა, სადაც პორტუგალიის ნაკრებში შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ პეპე თავისი ორდინარული სტილით და ბრძოლის უნარიანობით, თანამედროვე ეპოქის გამორჩეული ცენტრალური მცველი იყო.