ევროპა ლიგის მესამე ეტაპის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს ამსტერდამის “აიაქსი” და “პანათინაიკოსი” უპირისპირდებოდნენ, გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო თერთმეტმეტრიანების სერია გახდა, სადაც ჰოლანდიურ გუნდს პასვეერი გმირად მოევლინა.
40 წლის მეკარე დღითი დღე აოცებს გულშემატკივარს. პასვეერმა 5 პენალტის მოგერიება შეძლო. ჯამში თითო გუნდმა 17 პენალტი დაარტყა, რაც არც თუ ისე ხშირი მოვლენაა.
საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსი” გავიდა. ჰოლანდიური გუნდი ევრო ტურნირამდე ერთ ნაბიჯშია.
პასვეერი ჯერ კიდევ მაშინ მოექცა გულშემატკივრების ყურადღების ეპიცენტრში, როდესაც 37 წლის ასაკში, ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი.