2022 წლის 4 სექტემბერს, თბილისში გამართული ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, თურქეთის ეროვნულ ნაკრებს 88:83 სძლია.
შეხვედრაში ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო. დაძაბულობით და აგრესიული მომენტებით აღსავსე თამაშში კი ჩვენმა ნაკრებმა იმარჯვა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა. სანდროს მონაგარი 20 ქულა და 12 მოხსნა იყო.