spot_imgspot_imgspot_imgspot_img

OPTA-მ უეფას ჩემპიონთა ლიგის  მთავარ ფავორიტად ინგლისური “მანჩესტერ სიტი” დაასახელა

სპორტულმა ანალიტიკურმა პორტალმა OPTA-მ, 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად “მანჩესტერ სიტი” დაასახელა.

OPTA-ს აზრით, მოქმედმა პრემიერ ლიგის ჩემპიონის შანსი 25.3%ია. მეორე ადგილს მადრიდის “რეალი” იკავებს. მადრიდული კლუბის ალბათობა 18.2%-ია. მესამე ადგილზეა “ინტერი”. მათი პროცენტული მაჩვენებელია 10.9.

“მანჩესტერ სიტიმ” ბოლოს ორი სეზონის წინ შეძლო ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება. ინგლისურმა გუნდმა მილანის “ინტერი” როდრის გოლით, 1:0 დაამარცხა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები