იტალიის ნაკრების შემტევი ფედერიკო კიეზა კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. მერსისაიდელებს ეს ტრანსფერი 13 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
კიეზა ინგლისში დღეს ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას და სხვა ფორმალურ ნაბიჯებს გაივლის.
ფედერიკო კიეზას კარიერა ტრავმის გამო მთლად ისე ვერ განვითარდა, როგორც ამას ელოდნენ. ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონი ევრო 2020-ზე გახდა, სადაც იტალიის ეროვნულ ნაკრებს ულიდერა.