დღეს, 9 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიური თამაშებზე მამაკაცთა ფეხბურთის ნაკრებების ფინალური შეხვედრა გაიმართება.
მასპინძელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა სტარ დე ფრანსზე თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ მაროკომ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ეგვიპტის ნაკრები 6:0 გაანადგურა და ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა.