პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში ფინალური წყვილი ცნობილია. ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან.
ნახევარფინალურ სტადიაზე ესპანელებმა დაძაბულ ბრძოლაში მაროკოს ნაკრები 2:1 დაამარცხეს. რაც შეეხება საფრანგეთს, მათ ეგვიპტის ნაკრების 3:1 დამარცხება და ფინალში კვალიფიცირება შეძლეს.
ფინალური შეხვედრა 9 აგვისტოს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.