პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშების ოთხი დღე გავიდა. გათამაშდა არაერთი მედალი და არაერთი საინტერესო ამბავი მოხდა:
ყველაზე მეტი მედალი, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, 24 მედალი – 4 ოქრო, 9 ვერცხლი, 11 ბრინჯაო;
ყველაზე მეტი ოქროს მედალი იაპონიას – 7 ოქრო;
ქართველებს ერთი მედალი აქვთ. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა -81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა;
ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე რეკორდსმენი გახდა. მან მეათედ მიიღო ოლიმპიადაზე მონაწილეობა, რაც ქალ მონაწილეებში საუკეთესო შედეგია.
გაუმჯობესდა მაიკლ ფელფსის რეკორდიც. ფრანგმა სპორტსმენმა ლეონ მარშანმა ფელფსის რეკორდი დაახლოებით 1 წამით გააუმჯობესა.
ამ და სხვა საინტერესო ამბებით, ოლიმპიადა აგრძელებს ხალხის გაოცებას და მშვენიერი სანახაობის ჩვენებას.