spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ოლეგ ფედორჩუკი – საქართველოს ნაკრები ახლა ლიდერთა შორისაა და პროგრესირებს

ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა ოლეგ ფედორჩუკმა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. უკრაინელმა ასევე ნაკრების სპეციალისტი სერგეი რებროვიც გააკრიტიკა.

“ალბანეთი ევრო 2024-ზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ზოგადად, მათ ჩვენი ჯგუფის ფავორიტებად ვთვლიდი. მათთან თამაში ძალიან რთული იქნება. ქართველები თავდახრილები იყვნენ, მაგრამ ახლა უკვე ლიდერთა შორის არიან და პროგრესირებენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ზედმეტად გადავაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საკმაოდ კარგ დონეზე ვართ. საერთოდ, უკრაინის საფეხბურთო საზოგადოებას მოვუწოდებ, რეალისტები იყვნენ.

ერთა ლიგაზე წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სერგეი რებროვის მოლოდინი ძალიან დიდი იყო. მას საკმაოდ მოკრძალებული სამწვრთნელო მიღწევები აქვს, თუმცა მასზე და მის გუნდზე დიდი ავანსები გაიცა. მერე ჩვენივე ილუზიების გამო დეპრესიაში ვვარდებით, რადგან ჩვენი მოლოდინები ჩვენს შესაძლებლობებს არ ემთხვევა.

კიდევ რამდენ ქულას დააგროვებს უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე და დარჩება თუ არა B დივიზიონში? ჩემი პროგნოზია, რომ დავრჩებით B დივიზიონში, მაგრამ ელიტაში მოხვედრა ფანტაზიაა. ვფიქრობ, ორი თამაშიდან ერთს აუცილებლად მოვიგებთ. 7 ქულა კი B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი უნდა იყოს“, – ამბობს უკრაინელი სპეციალისტი.

უკრაინის ნაკრები ჯგუფში 4 ქულით ბოლო ადგილზეა. სერგეი რებროვის გუნდი საქართველოსთან 16 ნოემბერს ბათუმში ითამაშებს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები